18 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
სიდნეის ბიენალე - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა წელს პირველად ონლაინ გაიმართება

სიდნეის ბიენლე, ერთ-ერთი მასშტაბური და ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა და ის მსოფლიოს 100-ზე მეტ ხელოვანსა და არტ-ჯგუფებს აერთიანებს. საერთაშორისო გამოფენა წელს უკვე 22-ედ იმართება და ვაჟიკო ჩაჩხიანი პირველი ქართველი არტისტია, რომელიც სიდნეის ბიენალეზე საკუთარი ნამუშევარი წარადგინა - "არმია გენერალის გარეშე".

მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ისტორიაში პირველად ბიენალე წელს ონლაინ იმართება. რაც იმას ნიშნავს, Google Arts & Culture-ის საშუალებით ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს ვირტუალურად დაესწროს და დაათვალიეროს წარმოდგენილი ექსპოზიცია.

წლევანდელი საერთაშორისო გამოფენის სახელწოდებაა, NIRIN, რაც ავსტრალიის პირველ მოსახლეთა ერთ-ერთ დიალექტზე "ზღვარს" ნიშნავს. ვაჟიკოს პროექტი კი ინსტალაციაა "არმია გენერლის გარეშე" გადაჭრილი მკვდარი ხე, რომელიც 10 ტონამდე მიწაშია მოთავსებული. დაბზარული საფლავის ქვები, რომლებზეც გარდაცვლილ მშრომელთა სახელები წერია. სწორედ მათ ეძღვნებათ ეს პროექტი.

ვაჟიკო ჩაჩხიანი ერთ-ერთი წარმატებული არტისტია, რომელიც მსოფლიოს ამ ფორმით ინსტალაციით, ქანდაკებითა და განსხვავებული ტექნიკით უყვება ამბავს. მისი პროექტები ხშირად დოკუმენტალისტიკაცაა.

ცოცხალი ძაღლი მკვდარ ლომებს შორის ვაჟიკო ჩაჩხიანს განსაკუთრებული საერთაშორისო აღიარება მოუტანა. მანამდე იყო შვეიცარიის არტ-ბაზელი და არაერთი მსოფლიოში მნიშვნელოვან სახელოვნებო სივრცეებში ჯგუფური თუ პერსონალური გამოფენები.

"ცოცხალი ძაღლი მკვდარ ლომებს შორის" - ვაჟიკო ჩაჩხიანს განსაკუთრებული საერთაშორისო აღიარება მოუტანა. მანამდე იყო შვეიცარიის არტ-ბაზელი და არაერთი მსოფლიოში მნიშვნელოვან სახელოვნებო სივრცეებში ჯგუფური თუ პერსონალური გამოფენები.

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები