მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან "მარი ბროსეს" ქუჩის კვეთამდე, გზის რეაბილიტაცია ჩატარდა.
გამოიცვალა გაზმომარაგების ქსელი, დაზიანებული ფილები და ჭები. ამ ეტაპზე კი ასფალტის საფარის ბოლო ფენა იგება. პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 130 000 ლარი გამოიყო.
"ამ პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა მიწის ქვემოთ არსებული კომუნიკაციები - წყალი და გაზის მილები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოასფალტება. ხვალ საღამოს დამთავრებული იქნება, ზეგ მოიწმინდება, ორშაბათიდან კი მძღოლები ჩვეულებრივად გადაადგილდებიან,"- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.