საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. ამ დროის მონაცემებით COVID-19 683 პაციენტს აქვს დადასტურებული.
გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი 419-ს შეადგენს. მათ შორის გარდაცვლილი 12 პირია.
კარანტინის რეჟიმში ამ ეტაპზე - 3822 ადამიანი იმყოფება.სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 360.
რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა კვლავ სამია.