18 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
"მაშინ, როცა მეზობელ რუსეთში ვირუსი მძვინვარებს, საქართველო სიმშვიდის კუნძულია"-Washington Post-ი საქართველოზე

Washington Post საქართველოზე ვრცელ სტატიას წერს, სადაც ქვეყანას სიმშვიდის კუნძულს უწოდებს. სტატიაში სახელწოდებით "როდესაც საქმე კორონავირუსის საპასუხო ქმედებას ეხება, ზესახელმწიფოებს, შესაძლოა, უფრო მცირე ერების შესწავლა დასჭირდეთ“ -  საუბარია იმაზე, რომ ზოგიერთმა პატარა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ახალი აღიარება მოიპოვა, რადგან მსოფლიო ახლა მათ მიერ კორონავირუსთან ბრძოლაში მიღწეულ წარმატებას აკვირდება.

"მაშინ, როცა მეზობელ რუსეთში ვირუსი მძვინვარებს, საქართველო სიმშვიდის კუნძულია. ქვეყანას, სადაც 3.750 000-ი ადამიანი ცხოვრობს, 700-ზე ნაკლები დადასტურებული შემთხვევა და მხოლოდ 12 გარდაცვლილი ჰყავს. რამაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან შექებაც დაიმსახურა,"- წერს Washington Post-ი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ გატარებული დროულმა ზომებმა, მათ შორის აეროპორტებში ტემპერატურის სკრინინგის იანვრის ბოლოს დაწყებამ და საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვების დროულად დაწესებამ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შეჩერებას შეუწყო ხელი.

„ინფექციის გავრცელების ტემპის შენელებისა და საქართველოს ტურიზმისთვის ხელახალი გახსნის სამომავლო გეგმების ფონზე, ამერიკაში ქვეყნის ელჩი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მისი ოფისი დაინტერესებული ამერიკელებისგან ბიზნეს და სამოგზაურო მოთხოვნებს იღებს,"- აღნიშნულია სტატიაში.

დღის ამბები