კორონავირუსის კლასტერები ფართოვდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლნისში დაინფიცირებული ადამიანებიდან ორი მცირეწლოვანია, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, დამაკმაყოფილებელია.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი ჩაკეტილია და მიმდინარეობს აგრესიული ტესტირება.
ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მაკა მამარდაშვილი აცხადებს, რომ დაინფიცირებულები აგრესიული ტესტირების შედეგად გამოვლინდნენ.