ვიდეოკონფერენცია ანტიკრიზისული გეგმის შესახებ - სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მინისტრმა ღვინის სექტორის წარმომადგენლებს მიაწოდა.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ასოციაცია„ქართული ღვინოში“ შემავალი 20-მდე კომპანიის ხელმძღვანელთან შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელშიც ანტიკრიზისული გეგმის თანახმად ცვლილებები შევიდა და ძირითადი საშუალებების კომპონენტს და ლიზინგს დაემატა ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოების დაფინანსება.
"მსხვილ კომპანიებთან ერთად გავიარე სხვადასხვა საკითხი. ვცდილობთ, ტექნოლოგიურად მაქსიმალურად გამართული საწარმოები გვქონდეს,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ასოციაციის "ქართული ღვინო" აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობა დარგის წასახალისებლად უამრავ რამეს აკეთებს.
"ჩვენთან ბევრად მეტი კეთდება ვიდრე სხვა განვითარებულ ქვეყნებში, ზოგადად, სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა დარგის წასახალისებლად,"- განაცხადა თინა კეზელმა.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ახალი ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა.