18 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
ამ წუთებში თბილისის ქუჩებში სასულიერო პირები დადიან და მოსახლეობას ლოცავენ - ეკლესია ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს

17 მაისი - ერთი თარიღი და ორი მოვლენა, რომელსაც საქართველოში აღნიშნავენ - ამ წუთებში, ქუჩებში სასულიერო პირების მიერ ხატებით შემოვლა მიმდინარეობს. ამ ფორმით ქართული ეკლესია პატრიარქის მიერ დაწესებულ ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს.

"ღვთისმშობლის კვირეული იყო. დღეს არის ოჯახის სიწმინდის დღე. რადგან ქუჩაში გამოსვლა არ შეიძლება, ჩვენ, სასულიერო პირები მივალთ ყველას სახლში და ყველა ოჯახი ეკურთხება.

ეკლესია ელოდება ყველა ადამიანს. მრუშობა, მამათმავლობა, ლოთობა, ნარკომანია - არის უმძიმესი ცოდვები და ამიტომ, ადამიანებმა უნდა შეძლონ, ამ ცოდვას თავი დაანებონ და ჩვენ, ეკლესია მზად ვართ, ნებისმიერ ადამიანს დავეხმაროთ და მათი ცხოვრება ღვთისკენ მოვმართოთ," - განაცხადა დეკანოზმა, ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარმა მამა შალვა კეკელიამ.

დღესვე მსოფლიო ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საზოგადოება ამ დღეს მხარდაჭერას ლგბტ და ქვიარ თემს უცხადებს და მოითხოვს მათი უფლებების დაცვას. იმის გამო, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა და აქცია-მანიფესტაცია იკრძალება, დღეს ჰომოფობიას, ტრანსფობიას და ბიფობიას მოქალაქეები ონლაინდემონსტრაციაზე სოციალურ ქსელში გააპროტესტებენ.

დღის ამბები