ბოლნისის მუნიციპალიტეტში ორი სოფელი - მუშევანი და გეტა კვლავ ჩაკეტილია, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი ამბობს, რომ მდგომარეობის დასასტაბილურებლად ყველაფერს აკეთებენ.
"ველოდებით რეკომენდაციებს, რომ ხვალიდან გარკვეული შეზღუდვები მუნიციპალიტეტში მოიხსნას,"- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი აღნიშნავს, რომ ხვალიდან მარნეულის მუნიციპალიტეტი გაიხსნება.
"ხვალიდან მარნეულში კარანტინის რეჟიმი გაუქმდება და გაიხსნება რეგიონი. მარნეულელებს ექნებათ თავისუფლად გადაადგილების საშუალება,"- განაცხადა ზაურ დარგალმა.
რაც შეეხება სხვა რაიონებს, აქტიურად მიმდინარეობს ყველგან თერმოსკრინინგი. ზუგდიდში 15-მდე მოზარდია კარანტინში გადაყვანილი წერეთლის ქუჩიდან, რადგან მათ დაინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი.