18 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
გულახდილად უნდა ვთქვა, ვაქცინა შეიძლება საერთოდ ვერ შეიქმნას - ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთი ზომების შემსუბუქებას განაგრძობს. მთვარობამ მოსახლეობას სამსახურებში დაბრუნების ნება დართო, რის შემდეგაც გაერთიანებული სამეფოს ქუჩებში საცობებიც კი წარმოიშვა.

მუშაობა განაახლა რკინიგზის სადგურებმაც.

ინფიცირების მაჩვენებელი დიდ ბრიტანეთში 243 ათასს გაცდა და კორონავირუსის მსოფლიო რუკაზე მეოთხე ადგილზე იმყოფება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, შესაძლებელია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა საერთოდ ვერ მოხდეს.

"დიდი გზა რჩება გასავლელი და გულახდილად უნდა ვთქვა, ვაქცინა შეიძლება საერთოდ ვერ შეიქმნას. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ახალი გზები, რომ ვირუსი ვაკონტროლოთ. ვიცი ეს იოლი არ არის, ბავშვის პირველი ნაბიჯები არასდროს არის იოლი,"- განაცხადა ბორის ჯონსონმა.

დღის ამბები