სამხრეთ კორეა ოკუპირებულ აფხაზეთს ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ კორეული მედია წერს. გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი კორეული არასამთავრობო ორგანიზაცია ოკუირებულ აფხაზეთს COVID-19-ის სწრაფი ტესტებითა და სამედიცინო აღჭურვილობით უზრუნველყოფს.
ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში პირველი კორეული საავადმყოფო დაფუძნდება, სადაც ადგილობრივების COVID-19-ზე დიაგნოსტირება მოხდება.