ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში, 52 წლის ქალს პირველი შვილი შეეძინა. მედიკოსების თქმით, დოდო გიორგაძე და მისი შვილი თავს კარგად გრძნობენ.
ინფორმაციას კლინიკა საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
"დოდო გიორგაძემ ქვეყნად მოავლინა პირველი შვილი, ჯანმრთელი გოგონა, ლუსი ოდილავაძე.
დედა და ახალშობილი თავს მშვენივრად გრძნობენ. ორსულობის 9 თვიანმა პერიოდმა უპრობლემოდ ჩაიარა. ულამაზესი ლუსი ნამდვილად ღვთის საჩუქარია.
ქალბატონი დოდო უამრავი იმედდაკარგული ქალბატონის მაგალითი უნდა გახდეს. თანამდროვე სამყაროში შეუძლებელი თითქმის არაფერია. მთავარია გწამდეთ, გჯეროდეთ და არასდროს დანებდეთ," - წერია ინფორმაციაში.