თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მის საკუთრებაში არსებულ ლომბარდში მამაკაცმა თავი მოიკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.