20 მაისიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ყველა სახის ამანათის შეგზავნა განახლდება. ამ გადაწყვეტილებით კი, პენიტენციურ სისტემაში მოქმედი შეზღუდვების მოხსნის გაუქმების პროცესი დაიწყება.
ყველა ნივთი, გარდა საკვები პროდუქტებისა, გაივლის დეზინფექციას. სპეციალურად ამ მიზნით, პენიტენციურ სამსახურში მობილური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ყველა ამანათის შიგთავსს დაამუშავებს საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე სპეციალური ხსნარით, რომელიც უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
"საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში კვლავ იქნება დასაშვები ამანათების ფოსტით გაგზავნა ან უშუალოდ დაწესებულებაში მიტანა, როგორც ეს ხდებოდა ვირუსის საქართველოში შემოსვლამდე. განსხვავება ამიერიდან იქნება ის, რომ ამანათის შეტანიდან პატიმრისთვის მისი გადაცემის მომენტამდე შეიძლება გავიდეს რამდენიმე საათით უფრო მეტი დრო, ვიდრე ადრე, რადგან ჩვენ შევქმენით სპეციალური მობილური ჯგუფები თითოეულ დაწესებულებაში, რომელიც ამანათის დაწესებულებაში შესვლიდან დაიწყებს მისი შიგთავსის, გარდა საკვები პროდუქტებისა დეზინფექციას," - განაცხადა თეა წულუკიანმა.