18 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
უბისა-შორაპნის გზის მშენებლობაზე მუშას ტრაქტორმა გადაუარა, მას ერთი კიდურის ამპუტაცია დასჭირდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, უბისა-შორაპნის საავტომობილო გზის მშენებლობაზე ერთ-ერთი დასაქმებული დაშავდა.

სამშენებლო სამუშაოებზე ბულდოზერის ოპერატორს ტრაქტორმა გადაუარა. პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მას ერთი ქვედა კიდური მოაჭრეს. მკურნალობის ხარჯებს ჩინური კომპანია დაფარავს. საავტომობილო გზის მშენებლობას გზებისა და ხიდების ჩინური კომპანია აწარმოებს.

დღის ამბები