18 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე ქალბატონი დაშავდა

ფოთში, ლოლუასა და კოსტავას ქუჩების გადაკვეთაზე "ტოიოტას" და "BMW"-ს მარკის ავტომობილების შეჯახების შედეგად 60 წლამდე ქალბატონი დაშავდა. დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სენაკში გადაიყვანა.

"შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფოს ბრიგადას 60 წლამდე დაზარალებული ქალი დახვდა. მას აღენიშნება ზედაპირული ტრავმა და გულ-მკერდის დაჟეჟილობა. გადაყვანილია სენაკის კლინიკა "სებამედში,“-განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის მენეჯერმა, კესო გელენიძემ. 

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. 

დღის ამბები