18 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
გუგლის კულტურულმა მუზეუმმა ქართული ექსპონატების ონლაინ გამოფენა მოაწყო - 18 მაისი მუზეუმის საერთაშორისო დღეა

18 მაისს მსოფლიო მუზეუმის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღისთვის მეფე თეიმურაზის პორტრეტის ისტორია მსოფლიო აუდიტორიისთვის გუგლმა გააცოცხლა. დამთვალიერებელს საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა მუზეუმში მოგზაურობა ახლა ონლაინ შეუძლია. ეროვნული კომიტეტი სამუზეუმო ოჯახს 2007 წლიდან შეუერთდა. ღონისძიებამ წელს ციფრულ ფორმატში გადაინაცვლა.   

2020 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის მთავარი თემაა: "მუზეუმები თანასწორობისთვის - მრავალფეროვნება და ინკლუზია". 18 მაისი, მუზეუმის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით 1977 წლიდან აღინიშნება.

წლევანდელ ღონისძიებაში ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმიც ტრადიციულად ჩართულია. ნამუშევრები მსოფლიო პანდემიის თემას ეხმიანება. თვითიზოლაცია, ცარიელი ქალაქი, დარჩი სახლში - ამ მოწოდებებმა ახლა ნახატის სათაურებზე გადაინაცვლა. პროგრამის ფარგლებში შეირჩა "10 ნამუშევარი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო".

წელს 18 მაისი მუზეუმებისთვის უჩვეულო ფორმატში ტარდება, სადაც მონაწილეობას მთელი მსოფლიოდან მიიღებენ. გასული წლის მონაცემებით, მუზეუმის საერთაშორისო დღის აღნიშვნაში 150 ქვეყნის 55, 000-ზე მეტი მუზეუმი ჩაერთო.

დღის ამბები