18 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
"ივანიშვილს ჩვენი ერიდება, ეშინია თუ საფრთხეს ხედავს არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ ანგარიშს გვიწევს" - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ნიკა მელიას განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოება და საერთაშორისო პოლიტიკა საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე საუბრობს.

როგორც ნიკა მელიამ "დღის კურიერში" უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლების და მათი მთავარი მოთხოვნის, გიორგი რურუას გათავისუფლებაზე საუბრის დროს განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ გუნდს და მთავრობას პატივს არ სცემს, რადგან მისი გუნდის სპიკერები გამუდმებით საუბრობდნენ, რომ პოლიტპატიმრები ქვეყანაში არ არსებობენ, თუმცა ივანიშვილმა თავისი გადაწყვეტილებით და ოპოზიციონერი ლიდერების გათავისუფლებით საკუთარი გუნდი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო.

"მოახერხა ხელისუფლებამ და საერთაშორისო საზოგადოებას აღიარებინა, რომ ხელისუფლებას, რომლის ხელშიც არის მართვის სადავეები, ჰყავს პოლიტიკური პატიმრები. ეს ყველაფერი უარყვეს მმართველი გუნდის სპიკერებმა და აცხადებდნენ, რომ პოლიტიკური პატიმრები ქვეყანას არ ჰყავდა და ამ ყველაფერს ბრიფინგები მიუძღვნეს.

ისინი როდესაც საუბრობდნენ, რომ პოლიტიკური პატიმრები არ გათავისუფლდებოდნენ ამაში დარწმუნებულები იყვნენ, რადგან წაახალისა ბიძინა ივანიშვილმა, თალაკვაძე და ბატონი კობახიძე, თუმცა გათენდა ერთი დღე და ბიძინა ივანიშვილმა შეცვალა გადაწყვეტილება. ამით კი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო საკუთარი გუნდის წევრები. ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ოპონენტებს და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს უფრო მეტ პატივს სცემს, ვიდრე თავისი გუნდის წევრებს.

ჩვენი ერიდება, ეშინია თუ საფრთხეს ხედავს არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ ანგარიშს გვიწევს. საკუთარი გუნდის წევრებს და მთავრობის წევრებს საერთოდ არაფრად აგდებს, რასაც ის კადრულობს თალაკვაძე-კობახიძის მიმართულებით არ ჯდება არანაირი ნორმალური ურთიერთობის ფარგლებში. "ღამის კურიერის" ეთერში კაკულიასთან იყო ბატონი თალაკვაძე, ადამიანი იყო მწყობრიდან გამოსული და საუბრობდა, რომ პოლიტიკური პატიმრები არ ყავს საქართველოსო,"- განაცხადა ნიკა მელიამ "დღის კურიერის" ეთერში გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების შესახებ საუბრისას.

დღის ამბები