ოპოზიციისთვის მოულოდნელი არ ყოფილა გზავნილების სიმწვავე ბრიუსელიდან. ლიდერების თქმით, პარტნიორებმა ყველა იმ გამოწვევაზე გაამახვილეს ყურადღება, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას.
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული და სისრულეში მოიყვანოს მთავრობამ.
"კრიტიკასთან ერთად იყო მოწოდებაც, რომ გაასწორეთ ცუდი კანონები. ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უნდა იყოს ძალიან სწრაფად რეალიზებული და გათვალისწინებული. მე თავიდანვე ამას ვამბობდი,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში დღეს მთავარი განსახილველი თემა იყო პოლიტპატიმრები და საქართველოში არსებული პოლიტიკური პრობლემები.