18 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
საერთაშორისო თანამეგობრობა არავის პატიობს თვალებში ნაცრის შეყრას - ნინო ბურჯანაძე

ბრიუსელის მწვავე გზავნილებს ოპოზიციური პარტიის ლიდერები გამოეხმაურნენ. მათი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციები მოსალოდნელი იყო და ახლა უკვე მმართველი გუნდი უნდა მოეგოს გონს.

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობა საკმაოდ მკაცრია და თვალებში ნაცრის შეყრას არავის პატიობს.

"საერთაშორისო თანამეგობრობა არავის პატიობს ასეთ უხეშ გადაგდებას, ისინი არავის არ პატიობენ ადამიანების დევნას პოლიტიკური ნიშნის გამო და ასევე არავის პატიობენ თვალში ნაცრის შეყრას. ხელისუფლება, რომელიც ცდილობს სასამართლოს კონტროლს და ურცხვად ამბობს, რომ სასამართლოს საქმიანობაში ვერ ჩაერევა, არის მიუღებელი არგუმენტი,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტში დღეს მთავარი განსახილველი თემა პოლიტპატიმრები და საქართველოში არსებული პოლიტიკური პრობლემები იყო.

დღის ამბები