18 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
"ევროკავშირისთვის ასოცირების შეთანხმება არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს არის შინაარსი მათთვის"-გიორგი ვაშაძე

ოპოზიციისთვის მოულოდნელი არ ყოფილა გზავნილების სიმწვავე ბრიუსელიდან. ლიდერების თქმით, პარტნიორებმა ყველა იმ გამოწვევაზე გაამახვილეს ყურადღება, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას.

"ქართული ოცნების" ოპონენტები ამბობენ, რომ პარტნიორები მმართველ გუნდს პასუხს მოსთხოვენ ყველა გადაცდომასა და შეუსრულებელ დაპირებაზე.

"ევროკავშირისთვის ასოცირების შეთანხმება არ არის მხოლოდ სიტყვები ეს არის შინაარსი მათთვის. მათ იციან ქართველი ხალხის განწყობა და იციან, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში დღეს მთავარი განსახილველი თემა იყო პოლიტპატიმრები და საქართველოში არსებული პოლიტიკური პრობლემები.

დღის ამბები