ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ფულბრაიტის პროგრამა ფართოვდება.
მისი მიზანია საქართველოს უნივერსიტეტებში ინგლისური ენის მაღალი ხარისხით სწავლების ხელშეწყობა. განათლების მინისტრმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ვირტუალურად გამართულ ღონისძიებაზე მოაწერეს.
ამერიკის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ პროგრამა არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა რათა მეტი ამერიკელი ჩამოვიდეს საქართველოში და თავიანთი უნარები სწავლების კუთხით გამოიყენონ.
"ეს შეთანხმება საშულებას მოგვცემს, გავაფართოვოთ ფულბრაიტის ინგლისური ენის სწავლების პროგრამა და ჩამოვიყვანოთ ახალდამთავრებული ახალგაზრდები, რომლებიც უნივერსიტეტებს, მათ შორის რეგიონულს, დაეხმარებიან ინგლისური ენის სწავლების გაძლიერებაში. ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი ამერიკელი ჩამოვიდეს საქართველოში და თან ჩამოიტანონ თავიანთი უნარები სწავლების კუთხით და ასევე ამერიკაში ცხოვრების გამოცდილება, ამერიკული კულტურა და ღირებულებები გაუზიარონ ქართველ სტუდენტებს, მასწავლებლებს და აქ შეძენილ მეგობრებს. ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა აშშ-ისა და საქართველოს შორის საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის იმ პროგრამის საშუალებით, რომელიც წლებია ფასდაუდებლად ამდიდრებს ჩვენ ქვეყნებს შორის კავშირს,"- განაცხადა კელი დეგნანმა.
განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აცხადებს, რომ ფულბარაიტის სტიპენდია ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია, მისი თქმით ახალი პროგრამის მეშვეობით რეგიონულ უნივერსიტეტებში ინგლისურის სწავლება გაცილებით უფრო მეტად გაძლიერდება.