18 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
ზოგის აზრი ეკლესიიდან, რომ შეიძლება ცუდი იყოს ვაქცინები, არის ჩარევა საერო საქმეებში და სრულიად მიუღებელი - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ეკლესიასთან ურთიერთობაზეც ისაუბრა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ დიდ პატივს სცემს ეკლესიას, თუმცა ვაქცინებთან დაკავშირებით ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებები საერო საქმეებში ჩარევაა და მისთვის სრულიად მიუღებელია. 

შეკითხვაზე, რამდენად ხშირად ერევა ეკლესია სახელმწიფოს საქმეებში, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ "ხშირად არ ერევა."

"მე დიდ პატივს ვცემ ეკლესიას, და არა მხოლოდ პატრიარქს და ეს გამოჩნდა არაერთხელ. აქაც ყველაფერში არ ვეთანხმები. მაგალითად, არ ვეთანხმები და ჩემთვის არის სრულიად მიუღებელი, რომ ზოგმა ეკლესიიდან გამოთქვა აზრი, რომ შეიძლება ცუდი იყოს ვაქცინები კოვიდის პანდემიის წინააღმდეგ, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს სავალდებულო. ჯერ ერთი, აბსურდია, ვაქცინა ჯერ არ არსებობს, არ ვიცით რამდენად ხელმისაწვდომი იქნება საქართველოსთვის.

ეს არის უკვე ჩარევა იმაში, რაც არის საერო საქმეები და ჯანდაცვის კომპეტენცია და ამას შეიძლება ჰქონდეს ძალიან მძიმე შედეგები, რადგან ისედაც გავრცელებულია მოსახლეობაში ნაწილობრივ რუსული ფეიქ ნიუსები, ნაწილობრივ სხვა, ის რომ საერთოდ აცრები არის პრობლემატური. ლუგარის ცენტრი არის მავნებელი, რომელმაც, რეალურად, გადაგვარჩინა ამ სიტუაციაში და ეს არის პირდაპირ დარტყმა საქართველოს დემოგრაფიაზე და ვინმე ამას თუ ვერ ხედავს, დრო არის გონს მოეგოთ,"-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

დღის ამბები