ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის შემდგომ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განმუხურის სოფელ ფიჩორშიც განხორციელდა. ინფორმაცია ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" სუს-ში დაუდასტურეს.
განმუხურის სოფელ ფიჩორთან მავთულხლართების მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა დამატებითი უკანონო ინსტალაციები აღმართეს.