18 ნოემბერი 2024,   19:20
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა ბელგიას, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანას, საქართველოს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ბელგიას, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანას, თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრეზიდენტის თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვნია, როგორც ერთმანეთის მხარდაჭერა, ასევე - ტურიზმის სფეროს ამუშავება და უსაფრთხო ტურისტული დერეფნების გაკეთება.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ტელეფონით ბელგიის მეფე ფილიპს ესაუბრა. მხარეებმა საუბრისას საქართველოსა და ბელგიაში ეკონომიკის გახსნის სტრატეგიებზე ისაუბრეს, რომლებსაც ორივე ქვეყნის ხელისუფლებები ძალიან ეფექტიანად ახორციელებენ.

როგორც ბელგიის მეფემ აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისას და ასევე შემდგომ, ეკონომიკის გახსნის ეტაპზე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების პასუხისმგებლობას და ამ თვალსაზრისით, საქართველოს და ბელგიის მოსახლეობამ პასუხისმგებლიანობის შესანიშნავი მაგალითი აჩვენა.

საქართველოს პრეზიდენტმა ტურიზმის სფეროს გახსნის საკითხზე, უსაფრთხო ტურიზმის დერეფნებსა და საქართველოში უსაფრთხო ტურისტულ ადგილებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის კრიზისიდან გამოსაყვანად ტურიზმის სექტორის ამუშავებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ბელგიას, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანას ევროპული სოლიდარობისა და საქართველოს მხარდაჭერისათვის. სალომე ზურაბიშვილმა ბელგიის მეფე საქართველოში ვიზიტად მოიწვია, თავის მხრივ კი, მეფე ფილიპმა საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში კულტურის საერთაშორისო ფესტივალის გახსნაზე "ევროპალია - 2022" მიიწვია, რომელიც საქართველოს ეძღვნება და სამეფო ოჯახის პატრონაჟით იმართება.

დღის ამბები