18 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
რეინფიცირების მესამე შემთხვევა საქართველოში - სპეციალისტები 3 ძირითად მიზეზს ასახელებენ

საქართველოში კორონავირუსის განმეორებითი სამი შემთხვევა დადასტურდა. ერთი პაციენტი 31 წლის კაცია. იგი საჩხერის სამედიცინო ცენტრში 3 კვირა ბოქსირებულ სექტორში კოვიდ 19-ის დიაგნოზით მკურნალობდა. კლინიკა 1 მაისს, როგორც გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა და თვითიზოლაციაში გადავიდა. ერთი კვირის შემდეგ მას ისევ ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები გამოუვლინდა. ბიოლოგიური ნიმუშის 2-ჯერ გადამოწმების შემდეგ კვლავ დადებითი პასუხები მიიღეს. პაციენტი თვითიზოლაციიდან ისევ ბოქსირებულ განყოფილებაში დააბრუნეს.

31 წლის კაცი საფრანგეთიდან საქართველოში აპრილის დასაწყისში დაბრუნდა. კორონავირუსი 12 აპრილს დაუდასტურდა. მანამდე კი სპეციალურ ზონაში იმყოფებოდა. "კურიერის" გადამღები ჯგუფი ახალგაზრდა კაცის სოფელში ჩავიდა იმის გასარკვევად, ჰქონდა თუ არა მას გამოჯანმრთელების შედეგ ოჯახის წევრებთან ურთიერთობა და იყო თუ არა საფრთხე სოფელში ვირუსის გავრცელების. სავანეში გვითხრეს, რომ ინფიცირებულ ოჯახის წევრთან პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონიათ.

ვირუსის განმეორებითი შემთხვევა, საჩხერის გარდა, თბილისშიც დადასტურდა. ახალგახრდა კაცს კოვიდ-19 14 აპრილს დაუდასტურდა, 2 კვირის განმავლობაში ბოქსირებულ განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას. 

რატომ გამოუვლინდა გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ვირუსი - სპეციალისტები 3 ძირითად მიზეზს ასახელებენ. მათ შორის, ვირუსის არსებობას არა ზედა სასუნთქი გზების ნაცხში, არამედ კუჭ-ნაწლავში და ამიტომ, ვერ მოხდა მისი აღმოჩენა.

ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, პაციენტები, რომლებსაც ვირუსი მეორედ გამოუვლინდათ, ნაკლებად არიან ინფიცირების წყარო და ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

დღის ამბები