18 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
სომხეთი კრიზისის ზღვარზეა - ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

სომხეთი კრიზისის ზღვარზეა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების რაოდენობა რეკორდულად, 230 ით გაიზარდა და 5000 ათას გადააჭარბა. პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ვითარებას საგანგაშოს უწოდებს და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვითარების დასტაბილურება არ მოხდება, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მკურნალობას ვეღარ შეძლებს.

კოვიდინფიცირებულების რაოდენობა იზრდება უკრაინაშიც. ქვეყანაში დაიფიცირებულთა რიცხვი 324-ით გაიზარდა, მათ შორისაა რადას დეპუტატი ოლეგ მეიდიჩი პარტია "ბატკივშინადან". მომხდარის გამო იულია ტიმოშენკოს პარტიის საპარლამენტო ფრაქციის წევრები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ინფექციის გავრცელების დინამიკა მაღალია რუსეთის ფედერაციაშიც. ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 308 ათას გასცდა. კრიზისული მდგომარეობის გამო რუსეთს სამედიცინო დახმარებას შეერთებული შტატები გაუგზავნის.

რუსეთის მსგავსად ინფექციის გავრცელების დინამიკა იზრდება შეერთებულ შტატებშიც, სადაც კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა მილიონნახევარს გადააჭარბა. დონალდ ტრამპი ქვეყანაში ინფიცირების მაღალ მაჩვენებელს იმ ფაქტორს, რომ ქვეყანაში მოსახლეობის ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს. 

შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, ევროპის კონტინენტზე ინტენსიურ განყოფილებებში მძიმე პაციენტების რიცხვი იკლებს. უკვე რამდენიმე დღეა, რაც ესპანეთში ერთ დღეში გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი 100-ზე ნაკლებია.

პირველი ივნისიდან შეზღუდვები მოიხსნება ჰოლანდიაში. ქვეყანაში განახლდება სასწავლო პროცესი და გაიხსნება რესტორნები. ჰოლანდიაში ამ დრომდე ინფიცირების 44 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

მსოფლიოს მასშტაბით, ამ დროისთვის, კორონავირუსის 5 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს 326 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები