ახალი სასწავლო წლისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, თანამედროვე სტანდარტების სკოლებისა და პროფესიული სასწვლებლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.
"განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ საკმაოდ აქტიურ რეჟიმში ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით სამუშაოები. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი ხდება სრული სანიტარული ნორმების დაცვით. ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და პროფესიული სასწავლებლების მშენებლობა. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახლა თაობას სჭირდება თანამედროვე ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობა," - განაცხადა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსმა დავით ფარცვანიამ.