18 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
"ლელო საქართველოსთვის" განათლების სისტემაში არსებულ ვითარებას კრიზისად აფასებს

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" განათლების სისტემაში არსებულ ვითარებას კრიზისულად აფასებს.

მათი განმარტებით, სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს ინტერნეტზე წვდომა შეზღუდული აქვთ, რაც განათლების სისტემის თანამედროვეობასთან შეუსაბამობას ცხადყოფს.

პოლიტიკური გაერთიანების ლიდერები სამინისტროს უმოქმედობაში ადანაშაულებენ და პოსტკრიზისული გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებენ.

"დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს ვითარება, სადაც სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს ხელი არ მიუწვდებათ ინტერნეტზე და კომპიუტერულ საშუალებებზე, ასევე სრულიად არიან ჩამოშორებული სასწავლო პროცესს, რაც ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფ განათლების სისტემას კიდევ უფრო დიდი დარტყმისა და კრიზისის წინაშე აყენებს.

დიდი ხანია ვითხოვთ ინფორმაციას სამინისტროდან იმ ადამიანების რაოდენობის შესახებ, ვისაც ხელი მიუწვდება კომპიუტერზე და ინტერნეტზე, სამწუხაროდ, სამინისტროს მალავს ამ ინფორმაციას," - აღნიშნა პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" წევრმა საბა ბუაძემ.

დღის ამბები