18 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
ბევრი კითხვა არ მექნება პრემიერთან, რადგან ჩართული ვარ გადაწყვეტილების მიღების და აღსრულების პროცესში - მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს პრემიერთან კითხვები არ აქვს, რადგან, როგორც თავად ამბობს, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ყოველდღიურად არის ჩართული. მამუკა მდინარაძემ ხაზი გაუსვა, რომ პრემიერი მზადაა მოკლე პერიოდის განმავლობაში პარლამენტში 3-ჯერ მივიდეს.

"მე, პირადად, ბევრი კითხვა არ მექნება პრემიერ-მინისტრთან, იმიტომ, რომ ჩართული ვარ ყოველდღიურად, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღების და აღსრულების პროცესში, ისევე, როგორც ბევრი პარლამენტარი. როდესაც ოპოზიცია ამბობდა, რომ თითქოს გიორგი გახარიას გული უსკდებოდა პარლამენტში მოსვლაზე და მაგათი კითხვების გაგონებაზე, 27-შიც მოდის, 29-ში ინტერპელაციით მოდის, ივნისში უკვე, რეგლამენტის თანახმად მოდის, ამ მოკლე პერიოდში სამჯერ მოუწევს მოსვლა და ყველა კითხვას, დარწმუნებული ვარ, ამომწურავ პასუხს გასცემს,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

"ქართული ოცნების" წევრს გურამ მაჭარაშვილს კი პრემიერთან კითხვები შეზღუდვებთან დაკავშირებით ექნება. 

"მაგალითად, როგორი იქნება შემოდგომამდე პერიოდი, იგივე ჩვენი ეპიდემიოლოგების კონსულტაციების საფუძველზე, ეს შეზღუდვები რამდენად გაგრძელდება, რა ტიპის შეზღუდვები გაგრძელდება, რა პროგნოზები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მოიხსნას საბოლოოდ ეს შეზღუდვები, ან პროგნოზები შემოდგომასთან დაკავშირებით, შეზღუდვებთან დაკავშირებით და ა.შ,"-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერი პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ 27 მაისს საკუთარი სურვილით მიდის, მას საკანონმდებლო ორგანოში 29 მაისს ინტერპელაციის წესითაც მოუწევს მისვლა. გიორგი გახარიას პარლამენტში კანონმდებლებთან შეხვედრა კიდევ ერთი ვიზიტის ფარგლებში, ივნისში, რეგლამენტით მოუწევს.

ამავე თემაზე
დღის ამბები