18 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
რითაც ხელისუფლება რეგულირებას გვთავაზობს, ეს არის პრობლემა - სულხან სალაძე კანონპროექტის შესახებ 

კანონპროექტს, რომლის თანახმადაც ქვეყანაში შეზღუდვების დაწესება პარლამენტის გვერდის ავლით გახდება შესაძლებელი, არასამთავრობო სექტორი კანონპროექტი ეწინააღმდეგება. საუბარია  კანონპროექტზე, რომელმაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება უნდა მისცეს.

მესამე სექტორის მიიჩნევს, რომ კანონპროექტი ზღუდავს ადამიანის უფლებებს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე აცხადებს, რომ ეს არ არის სწორი მიდგომა და ის კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერს ეწინააღმდეგება. 

"მე მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენი განცხადება, რომელიც გავრცელდა საიას- სახელით, ჩვენ არ ვაყენებთ ეჭვის ქვეშ იმას, რომ სახელმწიფოს შეიძლება დასჭირდეს გარკვეული ტიპის რეგულაციები კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე და შემდგომი პერიოდის გათვალისწინებით, თუმცა ამის აღიარების პარალელურად, ჩვენ ვამბობთ რომ ფორმა, რასაც ხელისუფლება გთავაზობს, ეს არ არის სწორი ფორმა. რითაც ხელისუფლება რეგულირებას გვთავაზობს, ეს არის პრობლემა. არ შეიძლება ადამიანის უფლებების შეზღუდვა ჩვენ გადავიტანოთ მთავრობის კომპეტენციაზე მთელ რიგ შემთხვევებში სამინისტროების კომპეტენციაზეც კი. ეს უნდა იყოს გაწერილი კანონით და ეს უნდა იყოს მაღალი სტანდარტი. ჩვენ არ ვიცით, მაგალითად, რამდენი შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს, რომ ამა თუ იმ რეგიონში, ან მუნიციპალიტეტში ან სოფელში გამოცხადდეს გარკვეული ტიპის ღონისძიებები. ეს არსად არ წერია, ეს კანონის დონეზე გაწერილი არ არის და ეს იქნება ინდივიდუალურად, რაღაც შეფასების კატეგორია,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

 

 

დღის ამბები