18 ნოემბერი 2024,   19:20
ვრცლად
კახი კალაძემ გასცეს თბილისელებს პასუხი, რატომ ყიდის დიღმის ჭალებში 7 ათას კვ.მ. რეკრეაციულ ზონას - ირაკლი ნადირაძე

დიღმის ჭალებში მდებარე 7 000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობის აუქციონზე გაყიდვას აპროტესტებენ საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. ირაკლი ნადირაძის განცხადებით, მიწის ნაკვეთს სარეკრეაციო ზონის სტატუსი აქვს, რომლის გასხვისებაც დაუშვებელია. 

"ეს არის ნათელი დადასტურება კახი კალაძის იაფფასიანი პოპულიზმისა, როდესაც ერთის მხრივ გვეუბნება რომ რეკრეაციული ზონები ქალაქში აღარ უნდა გაიყიდოს და შენარჩუნდეს და მეორეს მხრივ, ის დღეს ხუთ საათზე აუქციონით ყიდის ამ ტერიტორიას, რომელიც არის დიღმის ჭალებში. ჩვენ მოვუწოდებთ კახი კალაძეს, დაუყოვნებლივ გააჩეროს ეს აუქციონი და გასცეს თბილისელებს პასუხი, რატომ ყიდის დიღმის ჭალებში 7 ათას კვ.მ. რეკრეაციულ ზონას,“ - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.  

დღის ამბები