18 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
"ჩვენთან ინფექციის გავრცელება მოსახლეობაში დაბალია, ამიტომ საქართველოს ტურისტული პოტენციალი ძლიერია" - ამირან გამყრელიძე 

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი საქართველოს მთავრობას საზღვრების გახსნის დროს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. 

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მეზობელ ქვეყნებში ეპიდსიტუაცია საკმაოდ გართულებულია, რაც საქართველოსთვის არასახარბიელო მდგომარეობას ქმნის. ის ამბობს, რომ აუცილებელია, ტურისტების ქვეყანაში შემოსვლის დროს ე.წ. კოვიდ პასპორტები ჰქონდეთ თან. 

"ოთხივე ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ საზღვარი გვაქვს, მხედველობაში მაქვს რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი, ყველგან ეპიდსიტუაცია არასახარბიელოა. ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს ჩვენ არ გვაძლევს. თუ ჩვენ სწრაფად გადავდგამთ გარკვეული ნაბიჯებს, იგივე - საზღვრის რომელიმე ქვეყანასთან გახსნას და ა.შ. სწრაფად შეიძლება მივიღოთ  ეპიდაფეთქება. ჩვენ მაქსიმალურად ისეთ პირობებს დავაწესებთ, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს ძალიან მკაცრიც, რომ ადამიანს არ უნდა შენთან ჩამოსვლა, მაგრამ უნდა იყოს ადვილად შესრულებადი. პირველი იქნება მწვანე ქვეყნები, შემოდის ე.წ. კოვიდის პასპორტივით, რომ ბოლო 72 საათში უნდა იყო გამოკვლეული და უნდა ჰქონდეს უარყოფითი რეაქცია PCR-ით. საქართველო, ამ თვალსაზრისით, მიმზიდველი იქნება, იმიტომ, რომ ჩვენთან ინფექციის გავრცელება მოსახლეობაში არ არის მაღალი, დაბალია, ამიტომ საქართველოს ტურისტული პოტენციალი ძლიერია,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები