65 წელს გადაცილებული მოქალაქეების პნევმოკოკზე ვაქცინაციის შესახებ, იმუნიზაციის საბჭომ იმსჯელა.
შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა. როგორც შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, მნიშვნელოვანია სამინისტრომ ამ მიმართულებით არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად სწორი პოლიტიკა გაატაროს.
"ვხედავთ, რომ პაციენტების მეტი წილი სწორედ პნევმონიაზე მოდის, რაც კითხვებს აჩენს და იქცევს ყურადღებას იმისათვის, რომ ჩვენი პაციენტების მდგომარეობა გამოვასწოროთ. სწორედ აქედან წამოვიდა ეს იდეა, რომელიც აღსანიშნავია, რომ COVID-ის თანმხლები არ არის,"- აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.