18 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
სასამართლომ 13 პირს, რომლებიც ქურდული სამყაროს წევრობისა და მათზე მიმართვისთვის დააკავეს, პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ 13 პირს, რომლებიც ქურდული სამყაროს წევრობისა და მათზე მიმართვისთვის დააკავეს, პატიმრობა შეუფარდა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბიზნესმენი ბადრი ავდოაინი ორჯერ დაატყვევეს და მას კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირების შუამავლობით დიდი ოდენობით თანხებს სძალავდნენ.

ამ საქმეზე გამოძიება 29 თებერვალს დაიწყო და სამთვიანი პროცესის შემდეგ პოლიცია დანაშაულის სამი ეპიზოდის კვალზე გავიდა. ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს გია ღოღელიანს ბრალი დაუსწრებლად გუშინ წარედგინა და პატიმრობაც შეეფარდა.

პროცესზე დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ კონკრეტული რისკების არსებობის გამო არ დააკმაყოფილა. 

ნიკოლოზ ოშაყმაშვილის ადვოკატი, მარიამ კანდელაკი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინაღმდეგ არ არსებობს არც აუდიო და არც ვიდეო ჩანაწერი.

"მის წინააღმდეგ არ არსებობს არანაირი აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი, რომელიც არსებულს დაადასტურებს. საერთოდ გაუგებარია ქურდული სამყაროს წევრობაზე და მიმართვაზე ლაპარაკი, მაშინ როდესაც 13 დაკავებული არსებობს და მათ წინააღმდეგ, არც ერთის მიმართ არ არის  სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი,“ - განაცხადა ნიკოლოზ ოშაყმაშვილის ადვოკატი, მარიამ კანდელაკი. 

ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის, მიმართვისთვის და ძალადობისთვის ბრალდებულია სულ 14 პირი, მათგან დაკავებულია 13, ხოლო ერთს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 

ერთ-ერთ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს გია ღოღელიანს ბრალი დაუსწრებლად გუშინ წარედგინა და მასზე ძებნაც გამოცხადდება.

დღის ამბები