18 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
დედის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული შვილი - ტყიბულში 50 წლის მამაკაცია დაკავებული

70 წლის ასაკოვანი ქალი, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი შვლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის დეტალებს "კურიერთან" იხსენებს.ძალადობის მსხვერპლი შვილის საქციელის გამართლებას ცდილობს, თუმცა ადასტურებს იმასაც, რომ პირველი შემთხვევა არ იყო, როცა მასზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შვილმა იძალადა. 50 წლის მამაკაცი წარსულში იგივე ბრალდებით ერთხელ უკვე იყო დაკავებული. 

მოძალადე მამაკაცი სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის ადგილას დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დედა-შვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სუფრაზე მოხდა, მშობელმა მამაკაცს სასმელის დალევის შეწყვეტა სთხოვა, რასაც შვილისგან გაღიზიანება მოყვა. ამის შემდეგ სიტყვიერი დაპირისპირება, ფიზიკურში გადაიზარდა. მოხუცმა გონება დაკარგა, შეშინებულა მამაკაცმა კი მეზობლებს სასწრაფო დახმარების გამოძახება სთხოვა.

სასწრაფო დახმარების გარდა, მეზობლებმა პოლიციაშიც დარეკეს. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი აგრესიული იყო სამართალდამცველების მიმართაც. 

თვითმხილველებისგან განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს ბრალდებულის ძმა. წარსულში ნასამართლეობას უარყოფს და ამბობს, რომ დედას და მის ძმას კონფლიქტი ადრე არასდროს მოსვლიათ. 

დედის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული 126-ე მუხლით დააკავეს, მამაკაცი 2 შვილთან ერთად თბილისში ცხოვრობს. დანაშაულის ჩადენის დღეს ის ტყიბულში, დედასთან სტუმრად იმყოფებოდა. 

დღის ამბები