18 ნოემბერი 2024,   19:20
ვრცლად
რა რისკები გველის ივლისიდან, როდესაც ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს - ამირან გამყრელიძის განმარტება

საქართველო შიდა ტურიზმს კარს 15 ივნისიდან გაუღებს, საერთაშორისო ტურიზმს კი 15 ივლისიდან. ამირან გამყრელიძე იმ რისკებზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა ამ პერიოდში იყოს ქვეყანაში და იმასაც აღნიშნავს, რომ ტურისტების შემოწმების საკითხზე მუშაობა მიდის.

"რისკები ყველანაირი შემსუბუქების ნაბიჯებში არის, რადგან პანდემიაა. 5 მილიონი ადამიანია დღეს დაინფიცირებული. ეს მხოლოდ ის რაოდენობაა, ვისაც დადგენილი აქვს ინფექცია. ჩვენ სერიოზულად უნდა მოვემზადოთ. ის ქვეყნები, რომლებსაც ტურიზმზე აქვთ დაფუძნებული ეკონომიკა, ყველა ამსუბუქებს შეზღუდვებს, რადგან ქვეყნისათვის ეს საჭიროა. საქართველო საერთაშორისო ტურისტებს ე.წ. მწვანე ქვეყნებიდან მიიღებს. ტურისტების შემოწმების საკითხზე მუშაობა მიდის. თუმცა, ერთ-ერთი გაფართოებული ტესტირების პრინციპია," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები