18 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
ზეიმი ღამის თბილისში - ორ თვიანი საგანგებო მდგომარეობის დასრულება მოქალაქეებმა ახალი წლის მსგავსად აღნიშნეს

საქართველოში, ორ თვიანი საგანგებო მდგომარეობის დასრულება, ისე იზეიმეს, როგორც ახალი წლის დადგომა. ზუსტად ღამის 12 საათზე, სხვადასხვა ქალაქში, ფოიერვერკები გაისროლეს.

ქუჩებში მანქანების სიგნალები და ხალხის საზეიმო შეძახილები ისმოდა. საქართველომ ახალ რეალობაში გაიღვიძა, მოქალაქეები სახლებიდან გამოვიდნენ. მოწოდება, "დარჩი სახლში", შეიცვალა სლოგანით, "იზეიმე ქუჩაში". თბილისის ქუჩებში საზეიმო მსვლელობა გამართეს ბაიკერებმაც.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი - ე.წ. კომენდანტის საათი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

დღის ამბები