18 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მოქალაქეების ნაწილი დადებითად აფასებს ნაწილი კი დისკომფორტზე საუბრობს

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი გაუქმდა. თუმცა, შეზღუდვების ნაწილი კვლავ ძალაშია. დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულოა პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა. მართალია, 70 წლის და მეტი ასაკის ადამიანებისთვის სახლიდან გასვლის აკრძალვა მოიხსნა, მაგრამ ისინი მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, ამიტომ, მთავრობა მათ რეკომენდაციით მიმართავს, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, სახლიდან არ გავიდნენ.

მოქალაქეები კომენდანტის საათის გაუქმების გამო გახარებულები არიან, ზოგი მათგანი ამბობს, რომ 9 საათი ძალიან ადრე იყო იმისათვის, რომ სახლიდან აღარ გამოსულიყვნენ. ზოგი მათგანის თქმით კი, აზრი არ აქვს კომენდანტის საათის გაუქმებას თუკი ადამიანებს სრულფასოვანი ცხოვრების უფლება არ ექნებათ, მაგალითად თუკი ტრანსპორტი არ ამუშავდება და არ გაიხსნება რესტორნები. 

"ძალიან ცუდია რომ მოხსნეს, რადგან აქამდე სიმშვიდე და სიწყნარე იყო,"- აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე. 

ამასთან, ცნობილია რომ საგანგებო სიტუაციის მოხსნასთან ერთად გაუქმდა შეზღუდვა, რომელიც ტრანსპორტში 3 ადამიანზე მეტის ჩასხდომას ითვალისწინებს, თუმცა ეს შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება ტაქსის მძღოლებისთვის. მათი ნაწილი აღნიშნავს, რომ ამით დისკომფორტი საერთოდ არ ექმნებათ და პირიქით, კარგია, რომ მათზე ამ შეზღუდვის მოხსნა არ გავრცელდა. ნაწილი კი საზოგადოების დისკომფორტზე საუბრობს და ამბობს, რომ მათთვის ვისაც ორი ბავშვი ჰყავს ეს არასახარბიელო გადაწყვეტილებაა. 

საგანგებო სიტუაციის მოხსნის მიუხედავად ქვეყენაში გარკვეული შეზღუდვები მაინც რჩება. მაგალითად, საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება და ასევე, შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე კვლავ შენარჩუნდება.

დღის ამბები