საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა რომი-თბილისის რეისი, რომლითაც სამშობლოში 180 მოქალაქე დაბრუნდა.
მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს.
14 დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24 საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და სამჯერადი კვებით უზრუნველყოფილი იქნებიან.
კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 76 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამჟამად საკარანტინო სივრცეებში 3273 ადამიანია განთავსებული.