ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს დღეს თბილისი მერი გაეცნო. ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე ასფალტის საფარის ბოლო ფენა იგება. ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება დასრულებულია. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე ქსელს. მოეწყო ბორდიური, ტროტუარი მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე ეწყობა ველობილიკიც.
"მთლიანად გამზირის სამუშაოები ივნისის შუა რიცხვებში უნდა იყოს დასრულებული," - განაცხადა კახა კალაძემ