18 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კორონავირუსის ერთი ახალი ფაქტი გამოვლინდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში დღეს კორონავირუსის ერთი ახალი ფაქტი გამოვლინდა.

აღსანიშნავია, რომ ბლოკ-საგუშაგოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის შესასვლელებში უკვე აღებულია. ორთვიანი იზოლაციის შემდეგ, მოქალაქეები დღეს შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან. ამ დროისთვის, მხოლოდ მუშევანსა და გეტაში ნარჩუნდება შეზღუდვები - ეპიდემიოლოგები მოსახლეობას კვლავ აქტიურად იკვლევენ. ეს ის წითელი ზონაა, სადაც ადგილობრივები ექიმებს წინააღმდეგობას უწევდნენ და ამბობდნენ, რომ კორონავირუსი არ არსებობს.

ამ დროის მონაცემებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის 162 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 75 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. 

დღის ამბები