დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოქალაქეთა მისაღები ცენტრი, მუშაობას უსაფრთხოების წესების სრული დაცვით 25 მაისიდან განაახლებს.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.
მისაღებ ცენტრში შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ პირბადით, თერმოსკრინინგის პროცედურის გავლის შემდეგ. დამონტაჟდება მინის ბარიერები და დაცული იქნება 2 მეტრიანი დისტანცია.