პანკისელები დღეს რამადანის დღესასწაულს აღნიშნავენ. ტრადიციულად ამ დღეს დაპირისპირებული გვარების შერიგება ხდება, სწორედ ამიტომ, დღეს დილიდან ხალხმრავლობაა დაპირისპირების დროს მოკლული ვისო მუთოშვილის ოჯახში.
დაპირისპირებაში მონაწილე ქავთარაშვილების გვარი, მუთოშვილების ოჯახში თავიანთი წარმომადგენლის გაგზავნას და შერიგებას აპირებს, თუმცა როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ვისო მუთოშვილის ოჯახი შერიგებაზე უარს აცხადებს.
შეგახსენებთ, პანკისის ხეობაში ხუთი შვილის მამა, 37 წლის ვისო მუთოშვილი 27 ნოემბერს მოკლეს. შეიარაღებული ჯგუფის წევრები მუთოშვილებს თავს სოფელ საკობიანოს გადასახვევთან დაესხნენ.
გვარებს შორის დაპირისპირება 2019 წლის 27 ნოემბერს მოხდა, ორმხრივი სროლის შედეგად 37 წლის ვისო მუთოშვილი გარდაიცვალა, ორი მამაკაცი კი მძიმედ დაიჭრა.
საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული არბი ქავთარაშვილია.