18 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
ჩვენ მხოლოდ იმ ტყეებს მოვითხოვთ, სადაც მონასტრებია - მეუფე თეოდორე

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს  განცხადებით, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ბერები ცხოვრობენ ტყეში და მაქსიმალურად იცავენ მას. მეუფე თეოდორე არ ფიქრობს, რომ სახელმწიფოს ამ ნაბიჯით ეკლესიის გულის მოგება უნდა. 

"მე მგონია, ცდილობენ დაალაგონ ტყის კანონი. დღემდე რა კანონიც არსებობდა, ის იყო დაულაგებელი, რომელიც არ იცავდა და არ უფრთხილდებოდა ტყეს. იმედი მაქვს, ახალი კანონი ისე იქნება დაწერილი, რომ ტყე მაქსიმალურად იქნას დაცული და შევუნახოთ მომავალ თაობას ჩვენი ეროვნული სიმდიდრე - ტყე". განაცხადა მეუფე თეოდორემ.

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის თქმით, ეკლესია მხოლოდ იმ ტყეებს ითხოვს, სადაც მონასტრებია განთავსებული. ტყეების ეკლესიაზე გადაცემით, მისი შენახვა და მოვლა-პატრონობა სასულიერო პირების მიერ მოხდება, რაც აქამდეც ასე იყო. 

"მე 1989 წლიდან ვარ მონასტერში. მაშინ საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო, ბერები დავდიოდით ტყეში, რომ დაგვეცვა. დღესაც ჩვენ მხოლოდ იმ ტყეებს მოვითხოვთ, სადაც მონასტრებია. ბერები ახლაც ტყეში ცხოვრობენ და თვითონ არიან მეტყევეები და ტყის მაქსიმალური დამცველები. თუ გადმოგვეცემა ეს ტყეები ყველაზე კარგად იქნება დაცული, ჩვენი ტყე გაყოფილი არ არის. რაც ეკუთვნის ეკლესიასა და მონასტერს, ის არის საქართველოსი და ჩვენი სამშობლოსი," - განაცხადა მეუფე თეოდორემ.

დღის ამბები