სოფელ საკობიანოში მოკლული 37 წლის ვისო მუთოშვილის ოჯახმა ქავთარაშილების გვართან შერიგებაზე უარი განაცხადა. სოფელ ჯოყოლოში მუთოშვილების სახლთან დილიდან ხალხმრავლობა იყო, რომ მუსლიმების რელიგიური დღესასწაულის, რამადანის დასრულების შემდეგ, ტრადიციის მიხედვით მოკლულისა და ბრალდებული ქავთარაშვილების ოჯახები ერთმანეთს შეერიგებინათ.
მოლარაკება, რომელიც უშედეგოდ დასრულდა, დაახლოებით ერთ საათი გრძელდებოდა.
პროცესში ადგილობრივები, უხუცესები, თბილისიდან ჩასული სპორტსმენები და ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული იყვნენ ჩართულები.
ადგილობრივების თქმით, შერიგების მიზანი მოსალოდნელი სისხლისღვრის თავიდან აცილებაა.
შემთხვევა გასულ წელს მოხდა. სოფელ საკობიანოსთან 37 წლის ვისო მუთოშვილის მოკლეს, რამდენიმე პირი კი დაიჭრა.