18 ნოემბერი 2024,   19:22
ვრცლად
ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის განცხადებით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მასზე შვილის თანდასწრებით იძალადა

ნიკოლოზ ბასილაშვილი 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. ჩოგბურთელს არასრულწლოვნის თანდასწრებით, ყოფილ ცოლზე ძალადობას ედავებიან.

ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. "კურიერმა" ცოტა ხნის წინ დაზარალებული ნეკა დოროყაშვილი ჩაწერა. მას ახლა ექსპერტიზა უტარდება, ამ პროცედურის გავლამდე კი ბრალდებული ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ "კურიერს" დეტალები გაუმხილა და ძალადობაში ყოფილი მეუღლე და მამამთილი დაადანაშაულა.

ნეკა დოროყაშვილმა "კურიერთან" საუბრისას დაპირისპირებაზე, რომელიც 2 დღის მოხდა დეტალურად ისაუბრა.

მისი განცხადებით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილის სახლში მცირეწლოვანი შვილის წამოსაყვანად მივიდა.

ნეკა დოროყაშვილის თქმით, მას ფიზიკური დაზიანებები ყოფილმა მეუღლემ მიაყენა, ყოფილი მამამთილი კი ემუქრებოდა.

"არანაირ კავშირში არ ყოფილა ამ ინციდენტთან ქონებრივი დავა. დასრულებული გვქონდა ქონებრივი დავის საკითხი დიდი ხნის წინ. მოლაპარაკებით დავასრულეთ.

ბავშვს მივაკითხე წამოსაყვანად. დაპირისპირების მიზეზი ჩემთვის დღემდე გაუგებარია, უბრალოდ მივაკითხე ჩემს შვილს წამოსაყვანად. ექსპერტიზა ჩამიტარდა და ახლაც მიმდინარეობს. გირაოთი რომ გამოუშვებდნენ, არ ველოდი," - განაცხადა ნეკა დოროყაშვილმა "კურიერთან".

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

დღის ამბები