"ჩვენ გვახსოვს, ჩვენ ვმოქმედებთ, ჩვენი ცხოვრება აივზე მეტია" - ამ დევიზით ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრმა შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის 35-ე საერთაშორისო დღე აღნიშნა.
ექიმები საზოგადოებას მოუწოდებენ, იყვნენ სოლიდარულები, დაამსხვრიონ სტიგმები და დისკრიმინაციის ბარიერი, რადგან შიდსის ეპიდემიის დასრულება შესაძლებელია სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით.