18 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
ეს კანონი მეტად დააჩქარებს დიდი ხნის სასურველ ურთიერთობას ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის - მეუფე დავითი ტყის კოდექსზე

ტყეს შვილებს ეკლესია შეუნახავს - დაპირებას სასულიერო პირები გასცემენ. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა "ტყის კოდექსის" პროექტი და საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა კიდევ უფრო გამკაცრდა.

მხოლოდ ეკლესიისთვის ტყის რესურსების გადაცემა არაკონსტიტუციურია - ამბობენ სამოქალაქო სექტორში. პრეტენზიები, რომელსაც მოქალაქეთა ნაწილი გამოთქვამს, მიუღებელია სასულიერო პირებისთვის.

ეკლესიის მაღალი იერარქები ტყის არამიზნობრივად გამოყენებას, მაგალითად ბიზნეს ინტერესებისთვის, გამორიცხავენ.

თემას აბბა ალავერდელი მეუფე დავითი ეხმაურება და ფიქრობს, რომ აღნიშნული კანონი ესკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას კიდევ მეტად დაარეგულირებს.

"არ უნდა მოიჭრას ხეები ტყეში, არ უნდა გაანადგურონ აკაციები. ვფიქრობ, რომ ეს კანონი უფრო მეტად დააჩქარებს ისედაც დიდი ხნის სასურველ ურთიერთობას ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის,"- განაცხადა მეუფე დავითმა.

დღის ამბები