სავაჭრო მოლები და ბაზრობები რისკის მაღალ ზონაშია. განმარტება ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შრომის ინსპექტორთა ჯგუფი თითოეულ ობიექტს გახსნამდე პრევენციულად შეამოწმებს და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით რეკომენდაციებს გასცემს.
"ჩვენ შევთანხმდით იმ სამუშაო პროცესზე, რომელსაც მივყვებით და რომლის მიხედვითაც ვმუშაობთ აღნიშნულ სექტორთან, რათა მოხდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების გათვალისწინება იმისათვის, რომ ამ სექტორის გახსნა, რომელიც ვფიქრობთ ახლო მომავალში მოხდება, იყოს მდგრადი და ამ სექტორმა არ წარმოშვას დამატებითი რისკები ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით," - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსტექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის თქმით, როდესაც სავაჭრო მოლებისა და ბაზრობების ადმინისტრაციები სრულად იქნებიან მზად იმისათვის, რომ დაიცვან სოციალური დისტანცია, მართონ მომხმარებელთა ნაკადი, დაიცვან გაცემული რეკომენდაციები, გახსნის გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.
"ლილო მოლის" გენერალური დირექტორის გია კვარაცხელიას ინფორმაციით, ბიზნესომბუდსმენთან საუბრისას შეთანხმდენენ, რომ მრავალჯერ გავლილ რეკომენდაციებს მომავალ კვირში კიდევ ერთხელ განიხილავენ და ბაზრობის გახსნის თარიღზე შეთანხმდებიან.