18 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
"საჭიროა უკვე, ძალიან დიდი პრობლემაა" - მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოლოდინში არიან

მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოლოდინში არიან. მოსახლეობა ამბობს, რომ ქალაქში გაჩერებული ტრანსპორტი პრობლემებს და დისკომფორტს უქმნით. მოქალაქეების თქმით, არსებული ეპიდსიტუაცია უკვე იძლევა იმის საშულებას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდეს.

"თუ გადავხედავთ, მგონი არის ისეთი პირობები, რომ საჭიროა უკვე. ძალიან დიდი პრობლემაა უკვე“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

მოქალაქეების თქმითვე, რაც უფრო დროულად აღდგება მოძრაობა, ქვეყნისთვის მით უკეთესი იქნება. 

"დისკომფორტი არის. მოსახლეობისთვის ძალიან დიდი დანაკლისია. რაც უფრო ჩქარა აღდგება ეს ყველაფერი, უკეთესია ქვეყნისთვის" - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე. 

დღის ამბები